|
2024-03-11 17:17:20, 631 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი რომის პაპს - რუსი მკვლელები ევროპაში არ მიდიან, რადგან მათ უკრაინელები იარაღით ხელში აკავებენ
რუსი მკვლელები და მწამებლები არ მიდიან ევროპაში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უკრაინელები აკავებენ იარაღით ხელში, ლურჯი და ყვითელი დროშის ქვეშ, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "თეთრი დროშის" აწევის გამბედაობის შესახებ რომის პაპის განცხადებას. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ომის დასასრულებლად არა უკრაინა, არამედ რუსეთი უნდა გაჩერდეს. "რუსი მკვლელები და მწამებლები არ მიდიან ევროპაში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უკრაინელები აკავებენ იარაღით ხელში, ლურჯი და ყვითელი დროშის ქვეშ. უკრაინაში ოდესღაც ბევრი სახლებისა და ეკლესიების ბევრი თეთრი კედელი იყო, რომლებიც ახლა დამწვარი და დანგრეულია რუსული ჭურვებით. ეს ნათლად მეტყველებს, თუ ვინ უნდა გაჩერდეს ომის დასასრულებლად. როდესაც 24 თებერვალს რუსულმა ბოროტებამ დაიწყო ეს ომი, ყველა უკრაინელი დადგა თავდაცვისთვის. ქრისტიანები, მუსლიმები, ებრაელები – მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელ კაპელანს, რომელიც ჯარშია. ისინი ფრონტზე არიან, იცავენ სიცოცხლეს და ჰუმანურობას, მხარს უჭერენ ლოცვით, საუბრით და საქმით. აი, რა არის ეკლესია – ის ხალხთან ერთად დგას და არა ორ-ნახევარი ათასი კილომეტრის მოშორებით, სადღაც იქ, ვირტუალურ შუამავლობაში, ჩართული მათ შორის, ვისაც ცხოვრება სურს და ვისაც შენი განადგურება უნდა", - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ RSI-თან ინტერვიუში, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)