09:09 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-09 18:04:04, 889 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე მაია კოპალეიშვილზე-როდესაც ის გვევლინება ნაცების კიდევ ერთი შტოს, გვარამიას გამოგონილი პარტიის წევრად, ესეც ერთი მტკიცებულებაა, რომ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი ასევე ნაცი გახლდათ

 „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენდა, შეუერთდა ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდს, რომელიც „ახლის“ სახელითაა ცნობილი.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს არის იმის დადასტურება, რომ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი გახლდათ „ნაცი“, რაც თავად მაია კოპალეიშვილმა დაადასტურა იმით, რომ შეუერთდა ვირტუალურ გუნდს, რომელიც შექმნა ნიკა გვარამიამ.

„ძალიან ბევრი მტკიცებულება იდება ყოველდღიურად იმასთან დაკავშირებით, რატომ არის სალომე ზურაბიშვილი ერთი რიგითი ნაცი. სალომე ზურაბიშვილმა გადაინაცვლა რიგითი რადიკალური ნაცების რიგებში, იმ რამდენიმე ადამიანის რიგებშიც კი, რომლებიც არ ერიდებიან პატრიარქზე თავდასხმას. მან ესეც მოახერხა, პატრიარქზე და ქართულ ეკლესიაზე პირდაპირ შტურმი მიიტანა რამდენიმე დღის წინ. როდესაც მისი წარმომადგენელი გვევლინება ნაცების კიდევ ერთი შტოს, გვარამიას გამოგონილი პარტიის ერთ-ერთ ლიდერად თუ წევრად, ესეც ერთი მტკიცებულებაა, რომ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი ასევე ნაცი გახლდათ მათი მხარდამჭერი და ეს თავადვე დაამტკიცა იმით, რომ შეუერთდა ვირტუალურ გუნდს, რომელი გუნდიც შექმნა ნიკა გვარამიამ, ასევე ერთ-ერთმა რიგითმა ნაცმა“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
1988 წლიდან პირველად დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა
დემოკრატებმა კანზასის შტატის სენატის არჩევნებში პირველად 94 წლის შემდეგ გაიმარჯვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics