09:09 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-09 17:55:12, 869 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: როდესაც ევროპელი კოლეგები ხვდებიან ადეიშვილს და მერე გვეუბნებიან, რომ თურმე მოგვჩვენებია, უკაცრავად, მაგრამ არაფერი გვეჩვენება და მკაფიოები ვართ ჩვენს პოზიციაში - ადეიშვილის განხორციელებულ რეფორმებს ეს ქვეყანა აღარ მიიღებს

 როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები, ჩვენი ევროპელი კოლეგები ხვდებიან ადეიშვილს, რა სტატუსითაც არ უნდა იყოს და მერე გვეუბნებიან, რომ თურმე ეს "ფეიკი" ყოფილა და მოგვჩვენებია, უკაცრავად, მაგრამ არც არაფერი გვეჩვენება და ძალიან მკაფიოები ვართ ჩვენს პოზიციაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ადეიშვილის მიერ განხორციელებულ რეფორმებს საქართველო აღარ მიიღებს, სიმართლე და ტყუილი კი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

"ადეიშვილის განხორციელებულ რეფორმებს ეს ქვეყანა აღარ მიიღებს. მწამებელს ერქმევა მწამებელი, რეფორმატორს, ვინც ნამდვილ რეფორმებს ახორციელებს, ერქმევა რეფორმატორი და სიმართლე და ტყუილი გაიმიჯნება ერთმანეთისგან ერთხელ და სამუდამოდ. ქართველებმა შარშან, მწარე გაკვეთილზე მივიღეთ გამოცდილება და ქართველი ახალგაზრდები არასდროს გაებმებიან იმ მახეში, რასაც ჰქვია ამერიკულის რუსულად გადაკეთება." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
1988 წლიდან პირველად დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა
დემოკრატებმა კანზასის შტატის სენატის არჩევნებში პირველად 94 წლის შემდეგ გაიმარჯვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics