08:57 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-09 11:22:15, 859 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით რუსეთის თავზე 47 საბრძოლო დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 9 მარტის ღამეს 41 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს როსტოვის ოლქის თავზე, სამი ვოლგოგრადის, ორი კურსკის და ერთი ბელგოროდის ოლქის თავზე.

კურსკში, კლინიკის სახურავზე თვითმფრინავის დაცემის გამო, პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა მეზობელი საავადმყოფოდან, განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა რომან სტაროვოიტმა. მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანები უნდა გამოეყენებინათ ინტენსიური თერაპიის პაციენტების სხვა კლინიკებში გადასაყვანად. ტაგანროგში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ერთი თანამშრომელი დაიჭრა.

Baza წერს, რომ თავდასხმის სამიზნე შეიძლებოდა ყოფილიყო ბერიევის საავიაციო ქარხანა, რომელიც მდებარეობს ტაგანროგში. ამ ქარხანაში, ზოგიერთი ცნობით, მიმდინარეობს A-50 სარადარო სადაზვერვო თვითმფრინავის შეკეთება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics