|
2024-03-08 15:03:50, 867 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ვინც ამ ბინძურ კამპანიას ახლა აგებს, მათ დროს, 2005-07 წლებში ეკონომიკური ბუმი იყო მსოფლიოში, საშუალო შეწონილი ინფლაცია კი 6.6% იყო - ჩვენი პასუხია კონკრეტული ციფრები
"ქართულმა ოცნებამ” მთელი ამ წლების განმავლობაში შეძლო და სიღარიბე გაანახევრა, მთავარი ინდიკატორი ხომ ეს არის. ის ნახევარიც ძალიან ბევრია, რამდენიმე ასეულ ათასი ადამიანია და ახლა სათითაოდ დასდევენ და ამ ხალხის გაჭირვებაზე თავიანთ პიარ კამპანიას აგებენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, "ოპოზიციის მიზანი იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ეკონომიკის ჩამოშლა, რაც შემდეგ რეალურ საფუძველს მისცემდა მათ მიერ წარმოებულ კამპანიას". “თურმე, აქაც გამზადებული ჰქონიათ კამპანია, როგორც კი სანქციებს დავაწესებდით, ეკონომიკა ჩამოიშლებოდა და ორნიშნა ზრდაში კი არა, მინუსში წავიდოდა, რასაც ახლა ვუყურებთ ამ კამპანიას “დაცხებდნენ”. გაცილებით მძაფრი და რეალური იქნებოდა ეს კამპანია და არაპოპულისტური, იმიტომ რომ რეალური საფუძველი ექნებოდა, უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდებოდა ორი იმდენი და სამი იმდენი ადამიანი, ვიდრე დღეს არის. ძალიან ცუდია გაჭირვებული ადამიანების არსებობა, ქვეყანას ვერ იპოვით, სადაც ასეულობით ათასი და შეიძლება მილიონობით გაჭირვებული ადამიანი არ არის, გააჩნია ქვეყნის სიდიდეს. მათზე პოპულისტური პიარის აგება ცალკე სიბინძურე და მდაბიოობაა. შესაბამისად აღმოჩნდა, რომ მათ გამზადებული ჰქონიათ კამპანია, სანქციებს რომ დააწესებინებდნენ ქვეყანას, რისთვისაც იბრძოდნენ ორი წელი. რუსეთისთვის სანქციების დაწესება მხოლოდ საქართველოს დააზიანებდა, ჩამოშლიდნენ ქვეყანას და აი ეს პიარგეგმა დაწერილი, რომელიც მოქმედებაში ახლა მოიყვანეს, თუმცა სპეკულაციურია და იმ დროს მაინცდამაინც, როცა ვერ ამბობენ თავისი პატრონების და ქართველი ხალხის შიშით, კარგია თუ ცუდი ლგბტ პროპაგანდა",- განაცხადა მდინარაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმოებულ კამპანიაზე მმართველი გუნდის პასუხია კონკრეტული ციფრები. “ჩვენი პასუხია კონკრეტული ციფრები - ახლა გამოხტებიან და იტყვიან, რომ ადამიანებზეა საუბარი და არა ადამიანებზე. ეს ციფრები აისახება მერე ადამიანებზე. მათ დროს, ვინც ამ ბინძურ კამპანიას ახლა აგებს ასე პოპულისტურად და სპეკულაციურად, როდესაც ეკონომიკური ბუმი იყო 2005-07 წლებში მსოფლიოში. 2012 წლამდე საშუალო შეწონილი ინფლაცია 6.6% იყო. ჩვენ დროს რამდენ ეკონომიკურ კრიზისს, რამდენ ომს, პანდემიას ვხედავთ და რა უქნა ევროპის ქვეყნებს, ამასაც ვხედავთ ხომ?! ახლა არის 4.6%. ამ პირობებში, როცა მათ ჰქონდათ მსოფლიო ეკონომიკური ბუმი და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გარკვეულ წლებში, თუმცა ჩამორჩებოდა ჩვენნაირ ქვეყნებს, მიუხედავად ამისა, მაშინ ჰქონდათ 6.6% საშუალო წლიური ინფლაცია. ჩვენ გვაქვს 4.6% ფასების ზრდა, ინფლაცია. შესაბამისად, ამ ფონზე მოვახერხეთ ჩვენ ეს ყველაფერი. ამ ფონზე მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობა, განვითარება. ორი წელი ზედიზედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა და ამ ყველაფრის ფონზე მოვახერხეთ ორი პროცენტით ნაკლები ფასების ზრდა გვქონოდა. გავანახევრეთ ციფრები. ომის და პანდემიის ფონზე გავზარდეთ ეკონომიკა, ეს არის კონკრეტული ეკონომიკური მონაცემები და თქვან. ეს არის ჩვენი პასუხი მათ მიერ გამოგონილ თემაზე, თითქოს ახლა, დღეს გახდა პრობლემა, როცა ჩვენ შევძელით, დავასტაბილურეთ იმგვარად ფასები, რომ ყველა ქვეყანასთან შედარებით, კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით გვაქვს ყველაზე დაბალი ინფლაცია ქვეყანაში. გაჭირვებული ოჯახები რჩება, მათი გაჭირვების და სიღარიბის აღმოფხვრას სჭირდება იგივე დინამიკა",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
1988 წლიდან პირველად დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა
დემოკრატებმა კანზასის შტატის სენატის არჩევნებში პირველად 94 წლის შემდეგ გაიმარჯვეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)