|
2024-03-08 14:32:34, 734 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - ვერ ამბობენ პატრონების შიშით, კარგია თუ ცუდი ლგბტ პროპაგანდა
მაშინ, როდესაც მართლა იზრდებოდა ფასები და სერიოზული პრობლემა იყო კოვიდ-პანდემიის დროს და მის შემდგომ პერიოდში, მათ ეს ფასები ამგვარად არ გახსენებიათ და კამპანიურად ამაზე არ უსაუბრიათ, ხოლო როდესაც პასუხს ვერ სცემენ კითხვაზე, ელემენტარულად, კარგია თუ ცუდი ლგბტ პროპაგანდა, ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერ რამე ნორმას, ცუდი რომ არის, ამაზე ვერ სცემენ პასუხს იმიტომ, რომ აქ ქართველი ხალხის ეშინიათ და იქ თავისი პატრონების,- ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. მდინარაძის თქმით, „ფასების ზრდა ცუდია და ამაზე მმართველ გუნდს აქვს კონკრეტული პასუხები და ასევე კონკრეტულ პასუხებს ელიან ოპოზიციისგან ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით". „ეს არის რეალობა, ეშინიათ პატრონების, რომლებსაც ვერ უბედავენ იმის შეკითხვასაც კი, რომ მოდი, ვიტყვით, რომ ცუდია ლგბტ პროპაგანდა და ამას საერთო არაფერი აქვს უფლებებთან და აქ ეშინიათ ქართველი ხალხის რისხვის. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა, დღემდე რომ გაურბიან და მიკიბვ-მოკიბვით საუბრობენ ამ თემაზე, თითქოს აქტუალური არ არის. ჩვენ ხომ ეს თემა წამოვწიეთ და ვთქვით, რომ ეს არის თანამედროვე სამყაროს უმწვავესი პრობლემა და ამაზე პასუხი იქიდან არ არის. მათ ამის საპასუხოდ წამოწიეს, რომ ფასების ზრდა არის ცუდი, ჩვენ ვპასუხობთ, დიახ ფასების ზრდა არის ცუდი, განსაკუთრებით ეს სიცუდე თავს იჩენდა პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში, მაგრამ ახლა გვაქვს კონკრეტული პასუხები. მათი კამპანია სპეკულაციურია, მაშინ, როდესაც ვერ ამბობენ თავისი პატრონების შიშით, კარგია თუ ცუდი ლგბტ პროპაგანდა",- ამბობს მდინარაძე.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)