09:09 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-08 13:14:09, 923 ნახვა

პოლიტიკა
დავითულიანი - გვინდა ნულოვანი სიღარიბის მაჩვენებელი, ამ მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, თუმცა ფასებით მანიპულირება ნათელაშვილის და ენმ-ის გარდა არავის შეუძლია

ის სიგიჟე, რომ პარტიის თავმჯდომარე ბაზრებში დადის, იქაც გაბერილ ფასებს ამბობს და მერე ადარებს 2012 წლის ფასს, ეს არის სრული არაადეკვატურობა,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი პროდუქტებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს.

დავითულიანის თქმით, ეკონომიკა იზრდება, რაზეც საერთაშორისო კვლევები მეტყველებს. 

„შეუძლებელია, ათი და თხუთმეტი წლის წინ ყოფილიყო მეტი ფასი და ახლა რამეს დაეკლო. ეკონომიკა ვითარდება, ფასები იზრდება, იზრდება ანაზღაურებაც. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ, ამაზე მეტყველებს ყველა საერთაშორისო კვლევა, რომ საქართველოში ცხოვრების დონე, პირობები იზრდება. თუ მკითხავთ, დამაკმაყოფილებელია? - არა, რა თქმა უნდა. ჩვენ გვინდა მეტი, გვინდა ნულოვანი სიღარიბის მაჩვენებელი და გვინდა, ჩვენს ქვეყანაში ადამიანები ცხოვრობდნენ კეთილდღეობის პირობებში. ამ მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, თუმცა ფასებით მანიპულირება და უმდარესი პოპულიზმი, შალვა ნათელაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არავის შეუძლია“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
1988 წლიდან პირველად დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა
დემოკრატებმა კანზასის შტატის სენატის არჩევნებში პირველად 94 წლის შემდეგ გაიმარჯვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics