|
2024-03-08 12:46:34, 787 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი - უნდა ვიზრუნოთ, ყველას უფლება იყოს დაცული ამ ქვეყანაში და ეს პროექტი, რომელიც დამუშავდება, უფლებრივად არავის ღირსებას და უფლებებს არ უნდა ლახავდეს
პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყველას უფლება იყოს დაცული ამ ქვეყანაში და ეს უფლებრივად არავის ღირსებას და უფლებებს არ უნდა ლახავდეს ეს პროექტი, რომელიც დამუშავდება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა. „როდესაც ამ [ლგბტ პროპაგანდის] თემას ვეხებით, ძალიან სწორი გზავნილები უნდა გავაჟღეროთ და მეორეს მხრივ, ზუსტად უნდა დამუშავდეს კანონმდებლობა, რომელზეც უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა, დაახლოებით, ერთი კვირის წინ იმიტომ, რომ კონსტიტუციით ამ ქვეყანაში ყველას გარანტირებული აქვს თავისი იდენტობის თავისუფლება“,- აღნიშნა დავითულიანმა. კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ" კანონპროექტის შემუშავებაში, დავითულიანი აღნიშნავს, რომ „დიდი იმედი არ აქვს, თუმცა სასურველია ყველა ჩაერთოს". „სასურველია ყველა ჩაერთოს ამ კანონპროექტის შემუშავებაში. შემუშავდეს იმ ტიპის კანონპროექტი, რომელიც ერთის მხრივ, ყველა ჩვენი მოქალაქის თავისუფლებას და უფლებებს დაიცავს მიუხედავად მათი იდენტობისა და მეორეს მხრივ, დავიცვათ მომავალი თაობები იმისგან, რასაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებში ტენდენციას ვხედავთ. აქ უნდა გავიაროთ ზღვარზე. ეს არის და ეს. რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას- შეთავაზებულია, ვისურვებდი ვისაც ამ თემებზე მუშაობის გამოცდილება აქვს ჩაერთონ, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)