|
2015-02-11 23:51:58, 2355 ნახვა
მსოფლიო
მინსკში გაფართოვებული ფორმატის შეხვედრა დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს
ევროპული მედიის ინფორმაციით, გაფართოვებული ფორმატის შეხვედრა, რომელსაც რუსეთის გერმანიის საფრანგეთის და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები შეუერთდნენ დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. ჟურნალისტები რომელიც მინსკში ამ წუთებში მუშაობენ აცხადებენ, რომ ფოტოს გადასაღებად გამოსულ ოლანდს და მერკელს აშკარად დაღლილი სახეები ჰქონდათ. გერმანული "ბილდის" ცნობით ანგელა მერკელი აშკარად გაბრაზებული იყო. უკმაყოფილება სახეზევე ეტყობოდა ასევე უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს. ასობით ჟურნალისტისთვის რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა განცხადება, რომ ლიდერებმა შესაძლოა კომენტარები არ გააკეთონ და ისე დატოვონ მინსკი. შეგახსენებთ, მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრას, რომელიც უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ .
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)