2024-03-07 18:44:22, 1440 ნახვა
მსოფლიო
შვედეთი ნატოს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა
შვედეთი ნატოს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა. შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამასთან, დღეს ვაშინგტონში იმყოფება შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტენსონი, რომელიც კონგრესში პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრება.
დოკუმენტი 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა ძალაში.
ცნობისთვის, შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში წარადგინეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,