|
2024-03-07 14:54:30, 1011 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ მიცოტაკისის ვიზიტის დროს ოდესაზე თავდასხმა რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია
უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს რუსეთის მიერ ოდესაზე თავდასხმას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ოდესაზე თავდასხმა რუსეთის "მშიშარა ტაქტიკის" კიდევ ერთი მაგალითია. "თავდასხმა ოდესაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია. უკრაინისა და ევროპის დაშინების მცდელობაში მას წარმატებას ვერ ექნება. და ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩვენგან სოლიდარობას", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე. ცნობისთვის, როდესაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ოდესაში იმყოფებოდა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა განხორციელდა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)