|
2024-03-07 12:29:56, 1070 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ხიდაშელს არც ანტიდასავლური, არც პრორუსული, არც ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია
ხიდაშელს, გეუბნებით გულახდილად, აშკარად, არანაირი არც ანტიდასავლური, არც პრორუსული, არც მით უმეტეს ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გიორგი ვოლსკი გავრცელებულ ფოტო-ვიდეომასალასა და ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის დავით ხიდაშელს შეხვდა. ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნულ საკითხზე შემდეგი განმარტება გააკეთა: "დავით ხიდაშელს, გეუბნებით გულახდილად, აშკარად, არანაირი არც ანტიდასავლური, არც პრორუსული, არც მით უმეტეს, ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია. საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ 2011 წელს, "ნაცმოძრაობის" პერიოდში იყო შეთანხმება რუსეთთან დადებული, შვეიცარიასთან საერთაშორისო მონაწილეობით, მათ შორის საქართველომ მისცა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობის მწვანე შუქი აუნთო რუსეთს და თუ შესაძლებელია ეს სატრანზიტო მოძრაობა შვეიცარიის მხარის ჩართულობით აღდგეს... დღევანდელ ვითარებაში, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა და ახდენს უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციას, რამე მოლაპარაკება, საერთაშორისო მონაწილეობით მით უმეტეს რუსეთთან, პრაქტიკულად არა შეუძლებელია, არამედ გამორიცხულია, ამას პერსპექტივა არ გააჩნია და ეს თვითონაც კარგად ესმის... რაც შეეხება კონფედერაციას, ეს სიტყვა საკმაოდ ხმამაღლა ახსენა, ისე, რომ გვერდით მსხდომმა ადამიანებმა მოიხედეს კიდეც, რომ კარგი იქნება, აფხაზეთთან შეიქმნას კონფედერაცია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება, მაგრამ ასეთ ვითარებაში ამაზე საუბარი არ არის",- თქვა ვოლსკიმ. ცნობისთვის, გუშინ, 6 მარტს "დროამ" სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო-ვიდეომასალა და ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი "რუს ოლიგარქ დავით ხიდაშელს ხვდებოდა და მასთან რუსეთთან ურთიერთობებს განიხილავდა".
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)