2024-03-07 09:34:03, 777 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სამ ოლქში დრონებით თავდასხმა მოიგერიეს
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რამდენიმე თავდასხმა მოიგერიეს.
როგორც უწყება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში უთითებს, ერთი დრონი შეაჩერეს კურსკის ოლქის თავზე, 3 გაანადგურეს ბრიანსკის ოლქში და 2 ტულას ოლქში.
სამინისტრო მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,