|
2024-03-06 23:54:24, 995 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ვხედავთ პირდაპირ სქემებს, რომ პარტიებს შექმნილი აქვთ ენჯეოები და ეს ენჯეოები ფინანსდება უცხოური ყულაბიდან
ვხედავთ პირდაპირ სქემებს, რომ პარტიებს შექმნილი აქვთ ენჯეოები და ეს ენჯეოები ფინანსდება უცხოური ყულაბიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, "არცერთი სახელმწიფო არ მოქმედებს ჩვენი ინტერესით. მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ინტერესი მათ ინტერესს ემთხვევა და თუკი ის ფინანსდება უცხოური ფონდებიდან, არის თუ არა გონივრული ეჭვი, რომ ის ატარებს არა ქართველი ხალხის, არამედ იმის ინტერესებს, ვისგანაც ის ფინანსდება?". „ჩვენ ვხედავთ, რომ უცხოური დაფინანსება იდება პარტიულ ყულაბაში. სახელმწიფოს იდეა არის სუვერენიტეტი. როდესაც ჩვენ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, 1988 წელს აქციები რომ იყო, ბავშვი ვიყავი მაშინ, 1989 წლის 9 აპრილი, ჩვენი დამოუკიდებლობა, რისთვის გვინდოდა ეს სუვერენიტეტი? ეს იმიტომ არის, რომ არის იდეა, რომ ხალხმა საკუთარი ბედი თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ინტერესებით. ეს ერთი, მეორე - ასევე ფაქტია, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი ინტერესი და ყველა მოქმედებს საკუთარი ინტერესით, არავინ არ მოქმედებს სხვისი ინტერესით. არცერთი სახელმწიფო დედამიწის ზურგზე არ მოქმედებს ჩვენი ინტერესით. მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ინტერესი მათ ინტერესს ემთხვევა. ისმის კითხვა, ქართველი პოლიტიკოსი ვისი ინტერესით უნდა მოქმედებდეს? ქართველი ხალხის ინტერესით, ხომ? და თუკი ის ფინანსდება უცხოური ფონდებიდან, არის თუ არა გონივრული ეჭვი, რომ ის ატარებს არა ქართველი ხალხის, არამედ იმის ინტერესებს, ვისგანაც ის ფინანსდება?", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)