|
2024-03-06 13:29:09, 900 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკს ახალ ფუნქციონალი - მანქანის სივრცე დაემატა
საქართველოს ბანკი მომხმარებლებზე ზრუნვას კვლავ აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკის მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - მანქანის სივრცე დაემატა, რომელიც სპეციალურად ავტომფლობელებისთვის შეიქმნა და ის მათ საჭიროებებზეა მორგებული. მანქანის სივრცე ავტომფლობელებს საშუალებას აძლევს საქართველოს ბანკის მობილბანკში დაამატონ საკუთარი, ოჯახის წევრის ან მეგობრის მანქანა და აკონტროლონ მასთან დაკავშირებული ყველა პროცესი, მათ შორის თვალი მიადევნონ ჯარიმებს, ნახონ მიღებული საპატრულო ვიდეოჯარიმების რაოდენობა და ჯამურად გადახდილი თანხა, აკონტროლონ პარკირების საშვი, შეამოწმონ თუ რა დროა დარჩენილი მისი მოქმედების ვადის გასვლამდე და შეიძინონ ის. ამასთან ერთად, მომხმარებლები აპლიკაციიდან მიიღებენ შეტყობინებებს, რათა არ დაავიწყდეთ ჯარიმისა თუ პარკირების თანხის გადახდა. „ჩვენთვის მომხმარებელზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვსწავლობთ მათ საჭიროებებს და აქტიურად ვმუშაობთ, რათა მათზე მორგებული სერვისი თუ პროდუქტი იმ არხში მივაწოდოთ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, იმისთვის რომ უფრო მეტად გავუმარტივოთ ყოველდღიურობა. პარკირებისა და ჯარიმის მონიტორინგი ყველა ავტომფლობელის საერთო გასაჭირია. ყოველდღიურ საქმეებში ჩაფლულს შესაძლოა დაგავიწყდეს ან გამოგრჩეს ჯარიმის გადახდა, რაც დამატებით ფინანსებთანდაა დაკავშირებული. სწორედ მსგავსი დისკომფორტის ასარიდებლად, საქართველოს ბანკის მობილბანკში ახალი ფუნქციონალი - მანქანის სივრცე დავამატეთ. ამ სივრცეში შეგიძლია დაამატო შენი და შენი ოჯახის წევრის, მეგობრის, ახლობლის, ავტომობილები და აკონტროლო საპატრულო ვიდეოჯარიმები, ზონალური და თბილისის პარკინგის საშვების ვადები და ის პირდაპირ აპლიკაციიდან გადაიხადო. მანქანის სივრცე მომხმარებლებს არცერთი ჯარიმის დავიწყების უფლებას არ მისცემს, რადგან მას აპლიკაციიდან შეტყობინება რამდენჯერმე მიუვა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. მანქანის სივრცეში ავტომობილის დასამატებლად, საჭიროა გადმოწეროთ ან განაახლოთ მობილბანკის აპლიკაცია. მობილბანკის აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლია Android ან iOS მოწყობილობებისთვის. მეტ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე. *აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს 1 ივნისამდე მანაქანის სივრცით უფასოდ ისარგებლონ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)