|
2024-03-05 09:36:10, 1095 ნახვა
მსოფლიო
WHO - ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან. გებრეიესუსმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ საკვების ნაკლებობამ და "არასრულფასოვანი კვების მძიმე დონემ" 10 ბავშვის დაღუპვა გამოიწვია. "საკვების ნაკლებობამ გამოიწვია 10 ბავშვის სიკვდილი",- დაწერა მან X-ზე [ყოფილ Twitter-ზე]. WHO-ს ხელმძღვანელის თქმით, სააგენტო ოქტომბრის დასაწყისის შემდეგ, გასულ შაბათ-კვირას პირველად ეწვია ალ-ავდასა და ქამალ-ადვანის საავადმყოფოებს და აღმოაჩინა, რომ შენობები დანგრეულია. "ვითარება ალ-ავდას საავადმყოფოში განსაკუთრებით შემზარავია, რადგან ერთ-ერთი შენობა განადგურებულია“,- დასძენს გებრეიესუსი. როოგრც BBC წერს, ღაზაში "ჰამასის" მიერ მართულმა ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, არასრულფასოვანი კვებისა და გაუწყლოების შედეგად, ქამალ-ადვანის საავადმყოფოში, სულ მცირე, 15 ბავშვი დაიღუპა. პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Wafa-ს ცნობით კი, კიდევ ერთი მოზარდი კვირას, ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰის საავადმყოფოში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, გაეროს დახმარების ფონდის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ სულ მცირე, 576 000 ადამიანი, ღაზას სექტორის მოსახლეობის მეოთხედი, სასურსათო დაუცველობის კატასტროფულ დონეს, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში, ორ წლამდე ასაკის ყოველი მეექვსე ბავშვი მწვავე არასრულფასოვან კვებას განიცდის. შეგახსენებთ, გასული წლის 7 ოქტომბერს, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი საჰაერო და სახმელეთო იერიში წამოიწყო, რა დროსაც ებრაული დასახლებები დაიკავა, ასობით ადამიანი დახოცა და ათობით მძევალი აიყვანა. "ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა, რის საპასუხოდაც, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა, რასაც სექტორის გარშემო ბარიერის აღდგენა, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტის გაგზავნა, მოგვიანებით კი, ღაზას ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში სახმელეთო ოპერაციის დაწყება მოჰყვა.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)