|
2024-03-05 09:26:26, 641 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ თანამშრომლების ჯანმრთელობაზე მრავალფეროვანი შეთავაზებებით ზრუნავს
"თიბისისთვის" თანამშრომლებზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი მისიაა, სწორედ ამიტომ, სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, რომლითაც ოჯახის წევრის დაზღვევაც შეუძლიათ, "თიბისელებს" დამატებით სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს. კრიტიკული დაავადების დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, დაზღვევის ფარგლებში, თანამშრომელი ფიქსირებულ კომპენსაციას იღებს. ეს შეიძლება იყოს როგორც მკურნალობის დაფინანსება, ისე - ოჯახის კეთილდღეობისთვის გამოყენებული თანხა. „თიბისელების" კეთილდღეობა, მათთვის კომფორტული, სანდო და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია, რასაც მათთვის სხვადასხვა უპირატესობის შექმნით ვაღწევთ. "თიბისელების" ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, ჩვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, "თიბისელებს" ჯანმრთელობის სხვადასხვა ბენეფიტებს ვთავაზობთ და მუდამ ვფიქრობთ, დამატებით რა პროექტები და აქტივობები შევქმნათ", – აცხადებს გვანცა მურღვლიანი, "თიბისის" ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსი. "თიბისი", აქტიურად ზრუნავს თანამშრომლებში მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. ამ მიზნით, "თიბისელების" მენტალური ჯანმრთელობის პროგრამა შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ტარდება თერაპიული ვორქშოპები, ფსიქოლოგებთან შეხვედრები, გასვლითი ვარჯიშები და სხვა. "თიბისელების" დაზღვევის პაკეტები ფსიქოლოგთან ვიზიტებზე 50%-იან ფასდაკლებას მოიცავს. სწორედ ერთმანეთის თანადგომაზე დაფუძნებული გუნდის იდეით 2009 წელს შეიქმნა - ფონდი "თიბისელები", რომლის მიზანიც რთული ჯანმრთელობის პრობლემების დროს თანამშრომლების ფინანსური მხარდაჭერაა. "თიბისელები" ნებაყოფლობით, ყოველთვიურად ფონდში ხელფასის 1 ან 2 პროცენტს ავტომატურად რიცხავენ. შეგროვებული თანხა ყოველწლიურად ასობით "თიბისელის" ან მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის პრობლემის გადაჭრას ხმარდება. ფონდი თითოეული "თიბისელის" საამაყო პროექტია. საიმედოა, როდესაც ზურგს გიმაგრებს გუნდი, რომელიც მზადაა ნებისმიერ დროს დაგიდგეს გვერდში; მხარი დაგიჭიროს; ყველაზე რთულ მომენტში თანადგომა გამოგიცხადოს. თუ გინდა შენც იყო ისეთი გუნდის წევრი, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერა კულტურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია და, სადაც ჯანსაღი ურთიერთობები, სანდო და უსაფრთხო სამუშაო გარემო დაგხვდება, შეუერთდი "თიბისის" გუნდს და გახდი დიდი ცვლილებების მონაწილე — გახდი "თიბისელი".
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)