|
2024-03-03 10:45:42, 946 ნახვა
პოლიტიკა
სასტუმრო პულმან თბილისი პუტინის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის ღონისძიებას არ უმასპინძლებს
სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსი კონფერენცია OpenTalks.AI-ს, რომელსაც ვლადიმერ პუტინის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ატარებს, აღარ უმასპინძლებს. როგორც სასტუმროს განცხადებაშია აღნიშნული, მას შემდეგ რაც მენეჯმენტისთვის ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გახდა ცნობილი, მათ კონფერენციის სასტუმროს სივრცეში ჩატარებაზე უარი თქვეს. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა დამატებითი ინფორმაცია კონფერენცია OpenTalks.AI შესახებ, სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ღონისძიება აღარ ჩატარდეს სასტუმროს ტერიტორიაზე. გადაწყვეტილება კონფერენციის OpenTalks.AI-ში გაუქმების შესახებ, მიუხედავად პოტენციური ფინანსური შედეგებისა, ხაზს უსვამს პულმანის ერთგულებასა და ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ღირებულებების პრინციპებისადმი. სასტუმრო ყოველთვის ღიაა უმასპინძლოს ნებისმიერი სახის ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიურობას და ქმნის უსაფრთხო და სტუმართმოყვარე გარემოს", - წერია განცხადებაში. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია, Skolkovo [Сколково], თბილისში 6-7 მარტს, "დამოუკიდებელი საერთაშორისო კონფერენციის" - OpenTalks.AI-ის ჩატარებას გეგმავს. ცნობილია, რომ Skolkovo-ს გარდა, ღონისძიების პარტნიორებს შორის შედის რუსული სანქცირებული ბანკი VTB, რუსული ოპერატორი MTS, აშშ-ის მიერ სანქცირებული ბანკი SberBank და კომპანია MegaFon, ასევე კანადის მიერ სანქცირებული მობილური ოპერატორი - Rostelecom. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია Skolkovo გასცემს გრანტებს და აფინანსებს პროექტებს ოკუპირებულ აფხაზეთში, სოჭში. ამავე ადგილას გაიმართება მსოფლიოს ახალგაზრდული ფესტივალი, რომელსაც 40 პრორუსი ქართველი დელეგატი დაესწრება.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)