16:28 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-02 15:42:43, 670 ნახვა

მსოფლიო
სანდუ - მოლდოვა გზაჯვარედინზეა - EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ქვეყნის გაერთიანების ისტორიული შესაძლებლობაა

მოლდოვა ახლა გზაჯვარედინზეა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ჩვენი ქვეყნის გაერთიანების ისტორიული შესაძლებლობაა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დნესტრისპირეთის კონფლიქტში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც მოლდოვის პრეზიდენტი აღნიშნავს, მოლდოვის საზოგადოებაში უთანხმოების ჩამოგდებას ვერავინ შეძლებს.

„როდესაც ვიხსენებთ 1992 წელს დნესტრზე მომხდარ საბრძოლო მოქმედებებს, ჩვენ პირობას ვდებთ, რომ არ დაუშვებთ ამ ტრაგედიის განმეორებას. და მაშინაც კი, თუ არსებობენ ძალები, რომლებიც აგრძელებენ ჩვენს შორის უნდობლობისა და უთანხმოების დათესვას, მე გარკვევით და ხმამაღლა ვამბობ: მათ არ გამოუვათ - არც ახლა და არც მომავალში.

დნესტრის ორივე მხარეს ხალხს არაფერი აქვს გასაყოფი, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ – კიშინეუში თუ ტირასპოლში, ბელციში თუ ბენდერიში, კომრატიში თუ ტარაკლიაში. მოლდოვის ხალხი მშვიდობასა და თავისუფლებას ისე აფასებს, როგორც არასდროს“, - განაცხადა მაია სანდუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics