|
2024-03-02 15:37:05, 565 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - შემოგვთავაზონ ვერსიები, როგორ გავმიჯნოთ ნებისმიერი ადამიანის უფლებები, არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად და ლგბტ პროპაგანდა
მესამეა დღეა ჩვენ ველოდებით ჩვენი ოპონენტების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, გვიერთდებიან თუ არა მიდგომაში, რომ ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვასთან ერთად, ამ უფლებების დაცვის ხარისხის აწევასთან ერთად, უნდა ვებრძოლოთ თუ არა ფსევდოლიბერალური ხასიათის პროპაგანდას, რასაც მაგალითად ლგბტ პროპაგანდა ჰქვია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპონენტების მხრიდან მკაფიო პასუხი დღემდე ვერ მიიღეს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების გამიჯვნა ლგბტ-პროპაგანდისგან. „ჩვენ მკაფიო პასუხი მესამე დღეა ვერ მივიღეთ ჩვენი ოპონენტებისგან ზოგად საკითხზე, არათუ რაიმე დაწერილ ნორმაზე, რომელიც ჯერ არ არსებობს, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ შემოგვთავაზონ ვერსიები, როგორ გავმიჯნოთ მკაფიოდ ისე უფლებები, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, ნებისმიერი არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანისა და ლგბტ პროპაგანდა მაგალითად და ამაზე ჩვენ კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)