2024-03-02 12:23:50, 652 ნახვა
მსოფლიო
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა
ისრაელის მხრიდან საპასუხო სამხედრო შეტევის დაწყებიდან თითქმის ხუთი თვის თავზე, ღაზაში დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 30 ათასს აჭარბებს, - აღნიშნულ სტატისტიკას „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების დღიდან, ღაზაში ჯამში 30,035 ადამიანია დაღუპული, 70,457 პალესტინელი კი თავდასხმების დროს დაშავდა.
ბოლო ხუთ თვეში დაღუპულთა რიცხვი ღაზის 2.3-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 1.3%-ს შეადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,