10:51 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 17:18:14, 1590 ნახვა

რეგიონი
ქედაში მინი სპორტული მოედნისა და სკვერის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

დაბა ქედაში, თ. სახოკიას ქუჩაზე ახალი მინი სპორტული მოედნისა და სკვერის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს მერი როლანდ ბერიძე, პირველ მოადგილესთან, იმედა ვასაძესთან და სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსთან, გენადი ანანიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

"პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე ტიპის მინი სპორტული მოედანი, მოეწყობა მოედნის სექციური ღობე, ბეტონის ფილა, ხელოვნური ბალახის საფარი, განათება და აღიჭურვება სპორტული ინვენტარით.

ასევე, მინი-სპორტული მოედნის მიმდებარედ მოეწყობა სკვერი. დაიდგმება ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, დამონტაჟდება დეკორაციული სკამები, ურნები და განათებები.

მინი სპორტული მოედნის და სკვერის მთლიანი პერიმეტრი შემოისაზღვრება ლითონის ღობით.

სამუშაოებს შპს "ესია ჯგუფი" ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 281 618 ლარს შეადგენს",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მილანში ახალგაზრდების პროტესტი არეულობაში, ძარცვასა და ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა
„No Kings“ შეერთებულ შტატებში ტრამპის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გამოაცხადა და მკაცრად გააკრიტიკა ზელენსკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics