|
2024-03-01 15:40:36, 696 ნახვა
საზოგადოება
პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში“ კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის განვითარების ფონდი, პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში“, წინამძღვრიშვილის N1-ში მდებარე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და ფონდის ხელმძღვანელ გიორგი პაპავასთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერის განცხადებით, ძეგლის რეაბილიტაციით 75 ოჯახის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება. „წინამძღვრიშვილის N1-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ერთ ნაწილს რეაბილიტაცია უტარდება, მეორე ნაწილი კი ჩამოინგრა და თავიდან აშენდა. წლის ბოლოს მთლიანად, თავისი რემონტით უნდა იყოს დასრულებული სამუშაოები. 75 ოჯახი ელოდება ამ პროექტს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ძეგლების რეაბილიტაცია და განახლება. ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ დედაქალაქში და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ პროცესს. ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე, რომელსაც სჭირდება გაფრთხილება და მოვლა-პატრონობა. ბევრი ძეგლია დედაქალაქში, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. გვინდა, რომ ეტაპობრივად განვაახლოთ და ეს სიმდიდრე შევუნარჩუნოთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. მიმდინარე სამუშაოებს ასევე გაეცნენ ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, საქართველოს პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ჩიკვილაძე. "შენობას ჩაუტარდა კონსტრუქციული გამაგრებისა და ფასადის რესტავრაციის სამუშაოები, ასევე მოეწყო აივნები და ხის კარ-ფანჯარები. პროექტი ასევე ითვალისწინებს შენობის სახურავის აღდგენას, სახურავის წყალსაწრეტი სისტემის მოწყობას, ეზოში არსებული ხის აივნების, კიბეებისა და შუშაბანდების რესტავრაციას, სახურავზე არსებული შუქფარნების რესტავრაციას, ეზოში არსებული ლითონის კიბეების რესტავრაციას, დაზიანებული ლითონის ორფრთიანი ჭიშკრის რესტავრაციას, სადარბაზოს ხის კარების რესტავრაციას, ელექტრომომარაგების ქსელის განახლებას, როგორც შიდა, ასევე გარე წყალმომარაგებისა და წყალარინების მოწესრიგებას, ეზოს კეთილმოწყობას. თბილისის განვითარების ფონდმა ინდივიდუალური ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, წინამძღვრიშვილის N1-ში სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2024 წლის ბოლომდე დაასრულებს. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 15 მლნ ლარზე მეტია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)