|
2024-03-01 14:53:34, 604 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, მსგავსი ტიპის განცხადებები საგარეო ურთიერთობებს აზიანებს
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები საზოგადოებაში ნიჰილიზმს და ევროპული მომავლის მიმართ არასწორ დამოკიდებულებას იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კითხვას - უნდა მოხდეს თუ არა მათ მიერ გაკეთებული განცხადებებისა და ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლის პოზიციის გამიჯვნა, კახა კალაძე დადებითად პასუხობს. „ქვეყანაში ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის ევროპულ მომავალს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებას წარმოუდგენია, რომ ევროპა არის სამართლიანობა, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლებები და ა.შ. რა თქმა უნდა, როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, მსგავსი განცხადებები, დამაზიანებელია, საზოგადოებაში იწვევს ნიჰილიზმს და არასწორ დამოკიდებულებას ევროპული მომავლის მიმართ. შესაბამისად, ძალიან ცუდი და ოდიოზურია, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება. რა თქმა უნდა, ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლი ამ განცხადებებს უნდა გაემიჯნოს“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები საგარეო ურთიერთობებსაც აზიანებს. „დღეს ძალიან ბევრი ითქვა ამ საკითხებთან დაკავშირებით და აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებაა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ყველაფრის ერთმანეთისგან გამიჯვნა, რადგან, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებებით თეთრზე შავს გეუბნებიან, ეს საგარეო ურთიერთობებსაც აზიანებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)