10:42 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 13:02:27, 873 ნახვა

პოლიტიკა
ოქრიაშვილი - აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!

აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა, ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას! - ასე ეხმაურება "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ზურაბ აზარაშვილის გადადგომას.

ოქრიაშვილის განცხადებით, აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტრო "გესტაფოდ გადააქცია".

"ზურაბ აზარაშვილი გადააყენეს. მიმაჩნია, რომ მისი გადაყენება არასაკმარისი ქმედებაა იმის საპასუხოდ, როგორც მან აშენებული, ყველაზე განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური სექტორი მიიყვანა ჩამოშლის, გაკოტრების და განადგურების პირას! აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტრო ერთგვარ გესტაფოდ, სადამსჯელო ორგანოდ გადააქცია, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდში, ცინიკურად ანგრევდა მართლაც ყველაზე განვითარებულ დარგს საქართველოში.
 
არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა, ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას. იმედი მაქვს, ჯანდაცვის მომდევნო მინისტრი სექტორის კიდევ უფრო უკეთ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენს დარგში გასაკეთებელი არასდროს მთავრდება",- აცხადებს ოქრიაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics