01:04 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 09:40:47, 1098 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი - იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია შეძლებს პროქართველი და პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქის არჩევას

იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია შეძლებს პროქართველი და პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქის არჩევას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს ეკლესიის როლზე, პრორუსულ ტენდენციასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე.

"ეკლესიასთან დაკავშირებით ვითარება ძალიან კომპექსურია, ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ დღეს პატრიარქი ფიზიკურად სისუსტადაა, პატრიარქი, რომელმაც ამ ეკლესიის გეზი ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ჩემი აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან და ვიტყოდი, რომ მიდრეკილია მიჰყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებას. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეკლესია ამ შემთხვევაშიც გაჰყვება პროევროპულ რიტორიკას. ვინაიდან ოპტიმისტური ვარ და მჯერა საქართველოს სიმტკიცის, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია შეძლებს პროქართველი და პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქის არჩევას",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics