09:09 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-29 16:36:10, 971 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა საკრებულოს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შუახევის მერიის ცნობით, ოთარ ტაკიძემ, ძირითადი აქცენტი ბიუჯეტის პარამეტრებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ ღონისძიებებსა და მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე გაამახვილა და 2024 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები დააანონსა.

"2023 წელს დაიგეგმა 8 392 000 ლარის ინფრასტრუქტურული ღონისძიება და განხორციელდა 154 პროექტი. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით 15 მიზნობრივი პროგრამიდან მომსახურება გაეწია 2 653 ბენეფიციარს. ჩატარდა კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული მიმართულებით ღონისძიებები.

ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობისა და აჭარის მთავრობის უწყებებთან კოორდინირებულ მუშაობაზე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე.

ომარ ტაკიძემ აღნიშნა, რომ 2023 წელს გახორციელებული თითოეული პროექტი მოქალაქეების ინტერესებზე იყო მორგებული, მიმდინარე წელი იქნება უფრო ნაყოფიერი, ეფექტური და მრავალი სიკეთის მომტანი შუახევის მუნიციპალიტეტისთვის.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც, რეგლამენტის თანახმად, ომარ ტაკიძის 2023 წლის მუშაობის ანგარიში საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს", - ნათქვამია შუახევის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics