10:14 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-29 12:29:47, 589 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი კვლავ ევროპული პოლიტიკის ფოკუსშია

სააკაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანია პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის, რაც თავისთავად აუცილებელი წინაპირობაა ევროინტეგრაციის გზაზე და ცხრა დათქმის ინტეგრალური ნაწილია,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი კვლავ ევროპული პოლიტიკის ფოკუსშია.

„პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი კვლავ ევროპული პოლიტიკის ფოკუსშია. გუშინ, ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, რომელიც ხაზს უსვამს პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობას და პირდაპირ მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების საკონსტიტუციო ბერკეტი და შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი.

ევროპარლამენტის მოწოდებაში პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანია პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის, რაც თავისთავად აუცილებელი წინაპირობაა ევროინტეგრაციის გზაზე და ცხრა დათქმის ინტეგრალური ნაწილია.

ანგარიშს, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მომზადებულია, მხარს უჭერს სამასამდე ევროპარლამენტარი ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან, იქნება ეს „ევროპის სახალხო პარტია" თუ „ევროპული სოციალისტები". ევროპის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიმართვა პრეზიდენტ ზურაბიშვილზე პირველი არ არის, ამას გარდა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ასევე, პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართა პრეზიდენტ ზურაბიშვილს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდება გაჟღერებული აქვს მრავალ მსოფლიო ლიდერს, იქნება ეს საფრანგეთის პრეზიდენტი თუ ევროპარლამენტის პრეზიდენტი. გუშინ, ლონდონში დისკუსიაზე, პრეზიდენტმა, ზურაბიშვილმა აღნიშნა პრეზიდენტ სააკაშვილზე აუდიტორიისგან დასმულ კითხვაზე, რომ შეწყალება მორალური საკითხია და მისი პირადი გადაწყვეტილებაა.

თითოეულ ადამიანს თავისი პირადი მორალური  კოდექსი აქვს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიული, ეროვნული და ევროპული მომავლის ლოგიკა მოითხოვს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას.

მრავალ გზის მითქვამს და გავიმეორებ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ტყვეობა არის ისტორიული უსამართლობა და ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილმა გუშინდელ გამოსვლაში ასევე თქვა, რომ ხელისუფლებას აქვს უფლებამოსილება, შეცვალოს პრეზიდენტ სააკაშვილის აღმკვეთი ღონისძიება სამაჯურით ან შინაპატიმრობით, ან გამოიყენოს ექსტრადიციის პროცედურა, მაგრამ ივანიშვილის პირობებში ეს შეუძლებელია, რადგან ივანიშვილი უსმენს მოსკოვს და პრეზიდენტმა, ზურაბიშვილმა ევროპისკენ მიმავალ ქართველ ხალხს შეუძლია აჩვენოს, რომ ის უსმენს ევროპას",- განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics