01:04 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-28 15:01:14, 1104 ნახვა

საზოგადოება
სააგენტო - 2023 წელს საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფარი 25 209 პირმა მოითხოვა

2023 წელს ევროკავშირში თავშესაფარი 1,14 მილიონმა ადამიანმა მოითხოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თავშესაფრის მისაღებად ყველაზე მეტი განაცხადი სირიის (181 000 განაცხადი), ავღანეთისა (114 000 განაცხადი) და თურქეთის (100 000-ზე მეტი განაცხადი) მოქალაქეებმა შეავსეს. 

მათივე ცნობით, თავშესაფრის მაძიებელთა შორის იყვნენ საქართელოს მოქალაქეებმა, რომლებმაც 2023 წელს 25 209 განაცხადი შეავსეს, რაც შარშანდელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.


აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი განაცხადი საქართველოს მოქალაქეებმა გერმანიაში (9 000-ზე მეტი), საფრანგეთში (7 000-ზე მეტი) და იტალიაში (3 000-ზე მეტი) შეავსეს.

სააგენტოს ინფორმაციითვე, EU-ის წევრ სახელმწიფოებს შორის თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე მეტი - 330 000 განაცხადი გერმანიამ მიიღო, საფრანგეთმა - 167 000, ესპანეთმა - 162 000 და იტალიამ - 136 000 განაცხადი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics