10:40 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-28 12:12:22, 728 ნახვა

პოლიტიკა
დანიგანი - აშშ საქართველოს ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერია

ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერი,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც დანიგანმა აღნიშნა, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს.

"რომ გადავხედოთ ამ 32 წელს, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერი. გასულ კვირას მქონდა საშუალება, პირველად განმეხილა ჩვენი ურთიერთობები პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც პირველად შევხვდი ამ რანგში. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე პრემიერ-მინისტრთან მზაობა, გავაღრმაოთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების მხარდაჭერა, სავაჭრო-ინვესტირებისა და "შუა დერეფნის" მხარდაჭერა, ასევე, ჩვენი სამხედრო-თავდაცვითი და კულტურული ურთიერთობები.

უპირველესად, აშშ მხარს უჭერს თავის გარდამავალ ეტაპზე საქართველოს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. კანდიდატის სტატუსის მიღება ძალიან დიდი მიღწევა იყო, კიდევ ერთხელ გილოცავთ. გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი მუშაობდა და დიდი ძალისხმევა ჩადო ამაში. შემდგომი თვეების მანძილზე, მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ, რომ შეასრულოთ 9 პირობა",- განაცხადა აშშ-ის ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics