10:41 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-27 15:00:32, 875 ნახვა

პოლიტიკა
ბჟანია - მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ქალაქში გადატანა სურს

მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ქალაქში გადატანა სურს, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.

ბჟანიას თქმით, "ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჟენევა სულ უფრო და უფრო ნაკლებად უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს პროცესის მონაწილეებისთვის".

"დღეს რუსული მხარე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს აყენებს, რომელიც ჟენევის დისკუსიების ჟენევიდან სხვა ლოკაციაზე გადატანას ეხება. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ჟენევა სულ უფრო და უფრო ნაკლებად უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს პროცესის მონაწილეებისთვის", - განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ისაუბრა.

"რაც შეეხება ჟენევის დისკუსიას, ბატონ ლავროვთან ბოლო შეხვედრაზე, მან თქვა, რომ ამ პლატფორმამ მეტწილად თავისი თავი ამოწურა. ამიტომაც, მან იკითხა, ხომ არ არის აფხაზური მხარე წინააღმდეგი, მუშაობა უფრო შესაფერისის მოსაძებნად გაგრძელდეს. საუბარი იყო მათ შორის ბელარუსის დედაქალაქ მინსკზე, ან სხვა სახელმწიფოების დედაქალაქებზე, პოსტსაბჭოთა სივრცის შედარებით ნეიტრალურ ქვეყნებზე", - დასძინა ბჟანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics