23:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-27 14:42:53, 732 ნახვა

საზოგადოება
28 თებერვალს, ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება

2024 წლის 28 თებერვალი, სასტუმრო პარაგრაფი (თავისუფლების მოედანი #7, თბილისი), 14:00 – 16:30 საათზე USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით ღონისძიება ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში; ეკონომიკის და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრები.

„USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, რომელსაც CNFA ხუთნახევარი წლის განმავლობაში ახორციელებდა და რომლის ბიუჯეტი 26.88 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას. პროგრამამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყანაში დასაქმებასა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებში შემოსავლების ზრდაზე, ასევე, გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვაზე.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ ძირითადი რესურსი და ძალისხმევა მიმართა სოფლის მეურნეობის იმ ქვედარგებზე, რომელთა განვითარება ორიენტირებულია ექსპორტის ზრდაზე და ახალი ბაზრების ათვისებაზე. ამ ქვედარგებს შორისაა კენკრის, ხილის, წვენების, თხილის, ჩაის, მწვანილისა და სუნელების, ღვინის, გადამუშავებული ხილისა და ბოსტნეულის, ჩირის წარმოება.

პროგრამამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია მთავრობასა და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტის მნიშვნელოვანი პარტნიორები იყვნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ამავე სამინისტროს სოფლის განვითარების, სურსათისა და ღვინის ეროვნული სააგენტოები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ფინანსური ინსტიტუტები და მედია საშუალებები.

მსოფლიო მასშტაბით მაღალი ხარისხისა და გამორჩეული გემური თვისებების მქონე, ცოცხალ თუ გადამუშავებულ ხილ-ბოსტნეულზე, ასევე დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტების ფართო ასორტიმენტზე მზარდი მოთხოვნილების გათვალისწინებით, ქართველმა მწარმოებლებმა, პროგრამის მხრიდან თანაინვესტირების მეშვეობით, განაახლეს საწარმოები და მოახდინეს მათი მოდერნიზება, გააფართოვეს მეურნეობები და ბაღები, შემოიტანეს მსოფლიოში აპრობირებული ახალი ჯიშები, გაზარდეს გადამუშავების წარმადობა, მიმართეს რესურსი კვლევებსა და ახალი პროდუქტის დანერგვაზე. ყველა ეს ძალისხმევა განხორციელდა ხარისხის, სურსათის უვნებლობის, შეფუთვისა და მთლიანობაში წარმოების მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ფონზე ზემოთ აღნიშნული სტრატეგიული ინიციატივები ქმნიან მყარ საფუძველს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარებისთვის. მიღწეული შედეგები დაეხმარება ქვეყანას გადალახოს ევროკავშირში გაწევრიანების მკაცრი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული გამოწვევები და თანმიმდევრულად უზრუნველყოს ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებთან და კრიტერიუმებთან სრული შესაბამისობა.

გაიცა 131 გრანტი, 7.6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რამაც განაპირობა 20.1 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის კერძო ინვესტიციების მოზიდვა; შეიქმნა 6,160 სამუშაო ადგილი; საწარმოების გაყიდვები გაიზარდა 148 მილიონ აშშ დოლარით, მათ შორის, საექსპორტო გაყიდვებმა შეადგინა 56.5 მილიონი აშშ დოლარი; ტექნიკური დახმარება გაეწია მინიმუმ 480 ბენეფიციარს; 1054 სასოფლო-სამეურნეო საწარმომ გააუმჯობესა მართვის პრაქტიკა ან ტექნოლოგიები; 71 საწარმომ დანერგა სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემები და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატები.

ღონისძიების წამყვანები იქნებიან ნანიკო ხაზარაძე და ნიკოლოზ წულუკიძე ცნობილი AgriTalk პოდკასტიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

___

USAID საქართველოს შესახებ: აშშ-ის წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს, დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნის პროცესში, რათა მოხდეს ქვეყნის ინტეგრირება დასავლურ პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი პროგრამა, რომლებიც მიმდინარეობს ქვეყანაში, ემსახურება: საქართველოს გაძლიერებას, მავნე გარე ზეგავლენისგან დაცვის თვალსაზრისით; დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეული შედეგების კონსოლიდაციას ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე; და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნას, ეფექტიანი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia.

CNFA-ს შესახებ: სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა მიმართულია მდგრადი, წარმოებაზე დაფუძნებული, სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებაზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ საწარმოებთან, ფონდებთან, მთავრობებთან და საზოგადოებასთან კონკრეტულ მოთხოვნებზე მორგებული ადგილობრივი და გლობალური პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, რათა დაკმაყოფილდეს მსოფლიოს მზარდი მოთხოვნა სურსათზე. დაწყებული 1985 წლიდან, ჩვენ მსოფლიოს 49 ქვეყანაში შევიმუშავეთ და განვახორციელეთ წარმოებაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს ბაზარზე წვდომას, აგრობიზნესების კონკურენტუნარიანობას, პროდუქტიულობის ზრდას და აუმჯობესებს ხელმისაწვდომას სასოფლო-სამეურნეო საშუალებებსა და ფინანსებზე https://www.cnfa.org.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics