|
2024-02-27 11:59:39, 673 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერგადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა ცვლილებას ვერ მოიტანს
ცვლილებას ვერ მოიტანს ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერგადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა, ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა და მომავლის რწმენა,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას განცხადებით, ერთობის ზომას, არა მასში შემავალი სუბიექტების რაოდენობა, არამედ ხალხის რაოდენობა განსაზღვრავს. "ბოლო დროს, ხშირად ისმის საექსპერტო მოსაზრებები, როგორ უნდა დაჯგუფდეს ოპოზიცია მომავალი არჩევნებისთვის, როგორ გამსხვილდეს და ა.შ. ხშირად ისმის დაყოფა, ყოფილი "ნაცი", მოქმედი თუ ყოფილი "ქოცი". მაშინ, როდესაც "ოცნება" ცდილობს, დაყოს პოლიტიკური სპექტრი და არსებული ელექტორატი "ნაცებად" და "ქოცებად", რაც არის დაყოფა წარსულის და არა მომავლის პერსპექტივისა თუ არჩევანის მიხედვით, ჩაგვკეტოს წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანში ისე, თითქოს არ გვქონდეს ახალი მოცემულობები, ახალი გამოწვევები და მომავალი, არის მოცემულობისა და ელექტორალური დამოკიდებულებების უგულებელყოფა. წარსულში, 2004 წლის მდგომარეობით, "ნაცი" მოსახლეობის 94%-ია, ხოლო 2012 წლის მდგომარეობით, "ქოცი" 55%-ის. დღეის მდგომარეობით კი, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, მყარი და პრინციპული და არა "შუაშისტური" არჩევანი არის "არცერთი", რაც არ ნიშნავს გადაუწყვეტელობას, ეს ნიშნავს მათ მყარ გადაწყვეტილებებსა და ცვლილების სურვილს, ჩვენ კი უნდა მოვძებნოთ ის გზა, რომელსაც მივყავართ მომავლისკენ, რომელიც პირველ რიგში, აერთიანებს ჩვენს ამომრჩეველს. ცვლილებას ვერ მოიტანს ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერგადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა, ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა და მომავლის რწმენა; ხალხის ერთობა, რომელსაც ბევრად მეტი საერთო აქვს, ვიდრე წარსულში გაკეთებული განსხვავებული პარტიული არჩევანია, ხოლო ერთობის ზომას, არ განსაზღვრავს მასში შემავალი სუბიექტების რაოდენობა, განსაზღვრავს ხალხის რაოდენობა, რომელსაც ეს ერთობა აერთიანებს, რომლის ინტერესსაც ატარებს და ასახავს",- წერს მელია "ფეისბუქის" გვერდზე.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)