|
2024-02-27 11:46:20, 574 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრებთან შეხვედრა გამართა
თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, გიორგაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული რეფორმები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. "საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. თავდაცვის კოდექსის პრეზენტაციის შემდეგ, უწყების წარმომადგენლებმა შეკითხვებსაც უპასუხეს. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ წვევამდელთა ეროვნული სამსახურისა და ტერიტორიული რეზერვის პირობებით. ასოციაციის წევრებმა საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვეს და თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სიახლეები დადებითად შეაფასეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა კი, ასოციაციის წევრებს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დასაქმებულების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)