|
2024-02-26 16:30:30, 830 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - კოლექტიურ „ნაცებს“ ლომჯარიას პირით მოუწიათ აღიარება, რომ ენმ-ის გარდა, ოპოზიციის ვერცერთი პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს
რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ "ნაცებს", ნინო ლომჯარიას პირით მოუწიათ ძალიან დიდი და შეიძლება ითქვას, ისტორიული აღიარების გაკეთება იმის შესახებ, რომ "ნაცმოძრაობის" გარდა, რადიკალური ოპოზიციის ვერცერთი წარმომადგენელი პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "სწორედ ამ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ბევრი ხმა პროპორციულად გადანაწილდეს, მათ შორის, "ქართულ ოცნებაზე“, რომელიც აუცილებლად პირველ ადგილზე გავა“. მდინარაძის თქმით, "ამით ისინი აღიარებენ, რომ დანარჩენი ყველა პარტია იმდენად ურეიტინგოა, რომ ვერცერთი მათგანი უახლოვდება ხუთპროცენტიან ბარიერს". "რადგან ისინი [ოპოზიცია] აღიარებენ, რომ გადაუნაწილებელი ხმები თუ მანდატები იქნება ძალიან ბევრი, ე.ი. აღიარებენ, რომ დანარჩენი ყველა პარტია იმდენად ურეიტინგოა, რომ ვერცერთი მათგანი უახლოვდება ხუთპროცენტიან ბარიერს. ამ შემთხვევაში სწორია მოცემულობა, რომ გადაუნაწილებელი მანდატი იქნება ბევრი, მხოლოდ ამაში ვეთანხმები ნინო ლომჯარიას. ისინი როგორ იმოქმედებენ, შეცვლიან გეგმას და"ნაცმოძრაობის“ ოცი პროცენტის ზემოთ, ე.წ. შუა ხმებზე, დარჩენილ ოც პროცენტზე, რა გზით იმუშავებენ, გაერთიანებით თუ კიდევ უფრო დაქსაქსვით, ეს მათი საქმეა“,- ამბობს მდინარაძე. ცნობისთვის, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "თუ 5%-იან ბარიერთან შორიახლოს მყოფი ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში ცალ-ცალკე იყარონ კენჭი, მაღალია რისკი იმისა, რომ ისინი პარლამენტს გარეთ დარჩნენ, ხოლო მათი ოპოზიციურად განწყობილი ხმების ჯამი, რომელმაც 20%-მდეც შეიძლება მიაღწიოს, ბარიერგადალახულ პარტიებზე გადანაწილდება. ამ სცენარში "ქართულ ოცნებას" მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა ოპოზიციურად განწყობილი ხმების ხარჯზე მიეცემა".
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)