02:00 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-26 11:55:22, 759 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი - ვთხოვ მთავრობას, განაგრძოს მოლაპარაკებები, რათა პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთზე განახლებული პირობები დაზუსტდეს

ვთხოვ მთავრობის წევრებს, განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს განახლებული პირობები პენსიონერებისთვის და საზოგადოებას მიეწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია ახალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძემ მადლობა გაუხადა „ლიბერთი ბანკს", რომელმაც არსებული საპროცენტო განაკვეთის  რამდენიმე პროცენტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

„მოგეხსენებათ, რომ გასული კვირის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელებთან პენსიონერებისთვის საპენსიო განაკვეთის შემცირების თაობაზე. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ლიბერთი ბანკს", რომელმაც გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. გვესმის, რომ ბანკს, პირველ რიგში, აქვს კომერციული  ინტერესები, თუმცა ამასთან ერთად, ბანკმა გამოავლინა ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არსებულ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს რამდენიმე პროცენტით, რამდენიმე პუნქტით. მინდა, ვთხოვო მთავრობის შესაბამის წევრებს, განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს განახლებული პირობები ჩვენი პენსიონერებისთვის და საზოგადოებას მიეწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია ახალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics