|
2024-02-23 17:53:42, 651 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ე.წ. „ვეტინგის“ სისტემაზე - ეს მოდელი აბსოლუტურად მიუღებელია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მესამე სექტორის და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, ევროკომისიის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილ „ვეტინგის“ სისტემაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს სისტემა აბსოლუტურად მიუღებელია. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ხელში ჩაგდებისათვის იბრძვის და „იმიტომ მოიგონეს ეს „ვეტინგიც“. "[„ვეტინგის“ სისტემა] აბსოლუტურად მიუღებელია. პირადად ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და პოლიტიკოსისთვის, სახელმწიფო, რომელიც თავის თავს ვერ უვლის, საკუთარი კადრებით ვერ აბამს თავს რაღაცის გაკეთებას, სახელმწიფოში, სადაც სჭირდებათ სხვა ქვეყნის წარმომადგენლების ჩამოყვანა იმისთვის, რომ რაღაც საქმე გააკეთონ და წარმატებით დაასრულონ, ბოლომდე შემდგარი არ უნდა იყოს და ასეთი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს. ჩვენი სახელმწიფო არის ბოლომდე შემდგარი, სადაც ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად და არანაირი უცხოელი წარმომადგენლები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთ ქვეყანაში ადეიშვილის ყოფილი მოადგილე უდგას სათავეში ამ ე.წ. რეფორმას და გასაგებია რა კატეგორიის ხალხი შეიძლება მოხვდეს ამ ეგიდით საქართველოში, აბსოლუტურად მიუღებელია ეს მოდელი. კატეგორიული მიუღებლობა არის აგრეთვე იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობას“, მის პატრონებს, მის დანაყოფებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დააკმაყოფილებს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმა, ეს „ვეტინგიც“ იმიტომ მოიგონეს, როგორც კი მათ ჩაუგდებ ხელში სასამართლოს და ის არ იქნება დამოუკიდებელი, არამედ „ნაცმოძრაობის“ გავლენის ქვეშ იქნება, მაშინვე გაჩერდებიან და დადებითად შეაფასებენ. სხვა შემთხვევაში მათ პოზიტიური შეფასება არ ექნებათ. ეს გასაგებია და იბრძოლებენ სასამართლოსთვის და ჩვენ არა სასამართლოსთვის, არამედ ვიბრძოლებთ ბოლომდე მისი დამოუკიდებლობისთვის. რა სახელები და გვარებიც არ უნდა აბრახუნონ, რაც არ უნდა ქნან, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ისინი იბრძვიან სასამართლოს ხელში ჩაგდებისთვის, იმიტომ მოიფიქრეს ეს „ვეტინგიც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)