|
2024-02-23 17:25:37, 825 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ზოგიერთი პოლიტიკოსი სააკაშვილს მოდერნიზაციის სიმბოლოს უწოდებს - ამაზე ანტიდასავლური კამპანია ვერ წარმომიდგენია
ზოგიერთი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილს მოდერნიზაციის სიმბოლოს უწოდებს, ამაზე ანტიდასავლური კამპანია მე ვერ წარმომიდგენია. ჩემთვის ეს არის ანტიდასავლური კამპანია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მდინარაძის თქმით, ანტიევროპულია ასევე „ნაციონალური მოძრაობის" „მმართველობის გაპრავება". „ჩემთვის უფრო ანტიდასავლური, ანტიევროპული არაფერია, ვიდრე ის სიცრუე, დეზინფორმაცია და „ნაცების“ მმართველობის, უკაცრავად ჟარგონისთვის, „გაპრავება“ და თუნდაც მათი დღევანდელი საბოტაჟი, ვიდრე თავად ეს კამპანია. როგორ შეიძლება დასავლური კამპანიის ფარგლებში ჯდებოდეს ის ნარატივი, რომ ამ ქვეყანაში დასავლეთის წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ „ნაცმოძრაობა“ და მისი სხვადასხვა განშტოებები, ამაზე ანტიდასავლური ვერაფერი წარმომიდგენია",- ამბობს მდინარაძე.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)