|
2024-02-23 16:17:41, 732 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილი ბაძავს პუტინს - დაატყვევა სააკაშვილი და მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებს
ივანიშვილი ბაძავს პუტინს - დაატყვევა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეთითხნილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით და მის მიმართ ახორციელებს არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველოს პირობებში საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება". „დღეს თქვენს წინაშე ვსაუბრობ ღრმა პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩვენი კოლექტიური მოვალეობის გაცნობიერებით, რომ დავიცვათ საერთო ღირებულებები - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. სწორედ ამ ღირებულებებს ემუქრება საფრთხე საქართველოში, სადაც რუსი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობაა დამყარებული. სახელმწიფო ინსტიტუტები და ეკონომიკა დაიმორჩილა და დაუქვემდებარა მმართველი ელიტის ინტერესებს, მზარდი კორუფციით და რუსეთზე გაზრდილი დამოკიდებულებით. ბაძავს პუტინს - დაატყვევა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეთითხნილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით და მის მიმართ ახორციელებს არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას. ალექსეი ნავალნის მკვლელობამ, რომელიც პუტინმა პრეზიდენტ სააკაშვილს შეადარა, მართლაც შოკში ჩააგდო მსოფლიო. მაგრამ როგორც თავად ნავალნიმ გაგვაფრთხილა, ბოროტება იმარჯვებს, მაშინ როდესაც კარგი ადამიანები არაფერს აკეთებენ. მაშასადამე, ჩვენი მოვალეობაა, ვიმოქმედოთ. თვალის დახუჭვის მაგივრად, უნდა დავუპირისპირდეთ ავტორიტარულ ტენდენციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს საზოგადოებებს და ჩვენი რეგიონის მშვიდობას. ხვალ სრულდება ორი წელი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. სანამ პუტინი აწარმოებს სასტიკ ომს უკრაინაში, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსია ასევე გრძელდება. უფრო მეტიც, პუტინის დეკლარირებული გეგმა შავ ზღვაზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში არალეგალური საზღვაო ბაზის აშენების შესახებ კიდევ ერთი საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისთვის. ეს გლობალური მოძალადე არ გაჩერდება, თუ მას არ შეაჩერებს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება და ერთიანი ქმედება. და ბოლოს, პატივცემულო ასამბლეის წევრებო, გთხოვთ გაზარდოთ მხარდაჭერა მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიისთვის, სადაც გადაწყდება ჩვენი ერის ბედი და ჩვენი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის კურსი",- განაცხადა ბოკუჩავამ.
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)