|
2024-02-23 15:19:20, 586 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სტრატეგიულ პარტნიორებთან პრიორიტეტები მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ურთიერთობა ორმხრივი საქმეა, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად
ჩვენი ხედვები არის მკაფიო, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ორივე სახელმწიფოსთან, როგორც აშშ-სთან ასევე ჩინეთთან. ორივე არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ორივე არის ზესახელმწიფო, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, შესაბამისად, ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ორივე მიმართულებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ნიშნავს აშშ-ის ელჩთან შეხვედრამდე ჩინეთის ელჩთან შეხვედრა სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, სახელმწიფოს პრიორიტეტების გადალაგებას. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ორმხრივია და პრიორიტეტებიც ამის მიხედვით განისაზღვრება. მისი თქმით, საქართველო ჩინეთისგან დიდ ინტერესს ხედავს, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც გამოიხატება. "რა თქმა უნდა, აშშ-სთან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი პარტნიორობის ისტორია, ჩინეთთან შარშან დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა, შარშან მოეწერა შესაბამის შეთანხმებას ხელი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ორივე შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და გვინდა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. რაც შეხება პრიორიტეტებს, პრიორიტეტები არის არა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული. ურთიერთობა არის ორმხრივი საქმე, შესაბამისად, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად. რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ამ ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც არის გამოხატული, მაგალითად, გვაქვს ძალიან გააქტიურებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პროექტებში ძალიან აქტიურად არიან ჩინური კომპანიები ჩართული, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სათანადოდ განხორციელდეს შესაბამისი პროექტები. ასევე იცით, რომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელმოწერილი ჩინეთთან, რამაც ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, გვაქვს პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, აღდგა კოვიდის შემდეგ პირდაპირი ფრენები ძალიან მალე, ჩინური მხარის გადაწყვეტილებით. ასევე თქვენ ნახეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, მას უმაღლეს დონეზე მოუწვეს დახვედრა. ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და იმის მიმართ, რომ მათ სურთ, ამ სტრატეგიული პარტნიორობის მაქსიმალურად განვითარება და გაღრმავება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის მხრიდან, ბოლო წლებში სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით ინტერესი შესუსტებული იყო, რაც გამოიხატებოდა პროტოკოლურ საკითხებშიც. მისივე თქმით, აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე გამოიხატა ქვეყნებს შორის უფრო ინტენსიური ურთიერთობის დამყარების სურვილი. "რაც შეეხება აშშ-ს აქ წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გამოვლინება იმისა, რომ თითქოს შესუსტებული იყო ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული, მაგალითისთვის რომ ავიღოთ, უმაღლესი დონის ვიზიტები ქვეყნებს შორის არ შემდგარა უკვე არაერთი წელია, დაახლოებით 6-7 წელი იქნება. ეს გამოიხატება მათ შორის, პროტოკოლურ საკითხებშიც, მაგალითად, მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით ალბათ უკვე მე-8 წელია, უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერ-მინისტრს არ მიუღია მილოცვა აშშ-იდან. არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გაქვს მაინცდამაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა - რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას. მე დღეს მქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, მასთან მქონდა გულწრფელი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გამოიხატა სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესია, უფრო ინტენსიური იყოს სტრატეგიული პარტნიორობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რომ გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც აშშ-სთან ისე ჩინეთთან, დანარჩენი არის დამოკიდებული შესაბამის ქვეყნებზე. ურთიერთობები არის არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი საკითხი, აქედან გამომდინარე, სწორედ ამ ორმხრივ ინტერესებზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება პროცესები სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. ჩვენი პრიორიტეტები არის ნათელი, გვინდა როგორც აშშ-სთან ისე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)