12:14 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-23 14:41:38, 669 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პარტნიორების მოწოდებაა, რომ ყველა მხარე იყოს ჩართული პროცესებში, ისინი ბოიკოტის გამოვლინებებს არ მიესალმებიან

ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოწოდებაა, რომ ყველა მხარე, ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა შესაბამისი ორგანიზაცია იყოს სათანადოდ ჩართული პროცესებში, რა თქმა უნდა, ისინი არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველას პასუხისმგებლობაა, გააკეთოს მაქსიმუმი იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტად წაიწიოს წინ ევროინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ ყველა თემასთან დაკავშირებით გვქონდა გულწრფელი საუბარი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. შევეხეთ ცხრა პრიორიტეტს. თითოეულ პუნქტზე გვქონდა საუბარი. გავაცანით ჩვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით. ასევე, გავაცანით ჩვენი ხედვები თავად პროცესთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესს. რა თქმა უნდა, მათი მოწოდებაა, რომ ყველა მხარე, ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა შესაბამისი ორგანიზაცია იყოს სათანადოდ ჩართული პროცესებში, რა თქმა უნდა, ისინი არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ყველას პასუხისმგებლობაა, გააკეთოს მაქსიმუმი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების და სხვა სუბიექტების პასუხისმგებლობა. ეს არის ჩვენი ევროპელი კოლეგების დამოკიდებულება და ბუნებრივია, ჩვენ სრულად ვიზიარებთ ამ დამოკიდებულებას.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვქონდა საუბარი თითოეულ პუნქტზე, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებით. ვეტინგის შესახებ ჩვენი პოზიცია არის გამოკვეთილი. ვეტინგი ეწინააღმდეგება თავისი არსით, არა მხოლოდ ფორმალურად, საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას, მათ შორის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს. მით უმეტეს, რომ არ არსებობს საფუძველი ასეთი პროცესების განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში. არ არსებობს არგუმენტები, არ არსებობს ფაქტები, შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის მკაფიო. ვეტინგი არის ჩვენთვის მიუღებელი სამართლებრივი და არა მხოლოდ სამართლებრივი, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე",- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასა და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics