13:20 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 13:35:48, 631 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე პაპუაშვილს - თუ შეიძლება, პასუხი გაგვეცით კითხვაზე, რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ

თუ შეიძლება, პასუხი გაგვეცით კითხვაზე, რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ, ეს მძიმე მდგომარეობა არ ყოფილიყო ქვეყანაში - სად არის ადამიანი, სად არის მისი პრობლემები? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პარლამენტში წლიური მოხსენებისას.

ვაშაძის თქმით, შალვა პაპუაშვილის გამოსვლაში ადამიანის რეალურ პრობლემებზე - ფასების ზრდაზე, მძიმე დემოგრაფიულ ვითარებასა და ეკონომიკურ სიდუხჭირეზე საუბარი არ ყოფილა.

„ბატონო შალვა, ან თქვენს გამოსვლაში, ან მანამდე პრემიერის გამოსვლაში, ან ბიძინა ივანიშვილის მესამედ მობრუნების განცხადებებში, სად ჩანდა ადამიანი და მისი პრობლემები? სად იყო თანაგრძნობა? რომ 12 წლის მანძილზე, საქართველო მოქალაქეები მიტოვებულები არიან თავიანთ პრობლემებთან, უმუშევრობაში, ეკონომიკურ სიდუხჭირეში, სიღარიბეში, ეს ყველაფერი სად ჩანდა თქვენს გამოსვლაში.

ნუთუ ოდნავი თანაგრძნობა არ შეიძლება რომ გამოხატოთ იმ 800 000 ჩვენი თანამემამულის მიმართ, რომელიც თქვენი მმართველობის დროს წავიდა ქვეყნიდან, ან იმ ასობით ათას ჩვენი თანამემამულის მიმართ, რომელიც უმუშევრადაა დარჩენილი?! ჩემო კარგებო, რაც არ უნდა იყვიროთ, ეს არის რეალობა, რაშიც ხალხი ცხოვრობს და ამ რეალობას თქვენგან პასუხი სჭირდება, ბატონო შალვა, რატომ არაფერი არ თქვით, იმ მძიმე ვითარებაზე, რაც შობადობის კუთხითაა საქართველოში, ეს არის რეალობა, რომელშიც ხალხი ცხოვრობს.

ფასების ზრდა, შემოსავლის კლება, ადამიანების ქვეყნიდან წასვლა, უმუშევრობა, სიღარიბე და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დამაპირისპირებელი ტონალობა რამე პასუხს გასცემს ადამიანების პრობლემებს? ცოტა თანაგრძნობა მაინც რომ გამოიჩინოთ ხალხთან მიმართებით, რამე დაგაკლდებათ? რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ და ეს მძიმე მდგომარეობა არ ყოფილიყო ქვეყანაში. თქვენ, როგორც მმართველმა ძალამ, პარლამენტის თავმჯდომარემ, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ გამაერთიანებლის ფუნქცია გქონოდათ და არა ის დაპირისპირების რიტორიკა, რომლითაც გაჟღენთილი იყო თქვენი გამოსვლა. სად არის ადამიანი, სად არის მისი პრობლემები?!", - განაცხადა ვაშაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics