13:20 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 13:30:58, 620 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - სტრატეგიულმა პარტნიორებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არც ერთხელ არ დაურღვევია

ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გამოყენების კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი იყო ოპოზიციის მიერ წელიწად-ნახევრის განმავლობაში წარმოებული კამპანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სანქციების გვერდის ავლის, ასევე, არჩევნების გაყალბების კამპანიის შემთხვევაში, შეიქმნა აღქმა, "რომ საქართველო რაღაცას ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა".

"არ დავიწყებ მაგალითების მოტანას. ყველამ კარგად ვიცით ამ კამპანიის მონაწილე პირები და მასშტაბი, რომელმაც ძალიან დააზიანა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი. ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არც ერთხელ, ვიმეორებ, არც ერთხელ, არ დაურღვევია. მაგრამ აქაც, ისევე როგორც არჩევნების გაყალბების კამპანიის შემთხვევაში, შეიქმნა აღქმა, განცდა, შთაბეჭდილება, რომ საქართველო რაღაცას ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა. და მოხდა ისევ იგივე, ბევრს უცხოეთში და საქართველოში დარჩა უსიამოვნო განცდა საქართველოს მისამართით. დეზინფორმაციული კამპანიის მთავარი მიზანი მიღწეული იქნა. ოპოზიციამ დააზიანა საკუთარი ქვეყანა იმ იმედით, რომ, რამენაირად, ეს დაეხმარებოდა ხელისუფლების მოპოვებაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მოგვიანებით ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არც ერთხელ არ დაურღვევია.

"რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით არის ერთი გარემოება, რომელსაც კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი. ჩვენ ორი წელია ვაკვირდებით თუ როგორ წესდება სხვადასხვა სახის სანქციები რუსეთის მიმართ. ვხედავთ, რომ სანქციების შინაარსი და განსაკუთრებით კი  მისგან გამონაკლისების საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხანგრძლივი განსჯის საგანი ხდება ხოლმე. რაც ბუნებრივია. რუსეთისთვის მისი აგრესიული ომის გამო საზღაურის დაწესების კვალდაკვალ, ყველა წევრი ქვეყანა ცდილობს, რომ ისეთი სანქცია არ დაწესდეს, რომელიც მის უსაფრთხოებას თუ ეკონომიკურ ინტერესებს უფრო მეტად დააზიანებს, ვიდრე რუსეთს. საქართველო, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა ამ დისკუსიაში არ მონაწილეობს. ამიტომ განსხვავებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, სანქციების დაწესების დროს, საქართველოს უსაფრთხოება და ეკონომიკურ ინტერესები განხილვის საგანს არ წარმოადგენს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვმონაწილეობთ გადაწყვეტილებების მიღებაში, სწორედ უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული სოლიდარობის გამო ჩვენ ავიღეთ ვალდებულება უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად და როგორც ყოველთვის, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს", - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics