|
2024-02-22 12:41:14, 598 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სამივე დიდი საფრთხის - პანდემიის, ომის და რადიკალიზმის - გასანეიტრალებლად
საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სამივე დიდი საფრთხის - პანდემიის, ომის და რადიკალიზმის - გასანეიტრალებლად. უფრო მეტიც, ამ დიდ გამოწვევებთან გამკლავება ისე მოხდა, რომ არ დაგვითმია არც ერთი დემოკრატიული მიღწევა და მონაპოვარი, შევინარჩუნეთ მშვიდობა და უსაფრთხოება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, გასული წლის განმავლობაში საქართველომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწია. "საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სამივე დიდი საფრთხის - პანდემიის, ომის და რადიკალიზმის - გასანეიტრალებლად. უფრო მეტიც, ამ დიდ გამოწვევებთან გამკლავება ისე მოხდა, რომ არ დაგვითმია არც ერთი დემოკრატიული მიღწევა და მონაპოვარი, შევინარჩუნეთ მშვიდობა და უსაფრთხოება, დავეხმარეთ მოძმე უკრაინელ ხალხს, მაქსიმალურად ვიზრუნეთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ისტორიულ წარმატებებს მივაღწიეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს არის ის ისტორიული მონაპოვარი და მემკვიდრეობა, რასაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის ის მიღწევები, რის გამოც მოახლოებული არჩევნების წინ გვაქვს მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერა", - განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, 2023 წლის ანგარიშთან ერთად, ამ მოწვევის პარლამენტის გარშემო და მისი მონაწილეობით განვითარებულ პროცესებს შეაჯამებს, რომლებიც "პოლიტიკური და ისტორიული მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა". "პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი მიმართვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ბოლო საანგარიშო გამოსვლაა. ამიტომ გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და 2023 წლის ანგარიშთან ერთად,შევაჯამებ ამ მოწვევის პარლამენტის გარშემო და მისი მონაწილეობით განვითარებულ პროცესებს, რომლებიც პოლიტიკური და, შეიძლება ითქვას, ისტორიული მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს და მის ხელისუფლებას მოუხდა რამდენიმე ეპოქალური გამოწვევისთვის თავის გართმევა. მართლაც, საქართველოს პარლამენტს და მთავრობას მოუწია საუკუნეში ერთხელ რომ ხდება, ისეთი მსოფლიო პანდემიის მართვა, ხალხის სიცოცხლის მაქსიმალურ შენარჩუნებასა და ეკონომიკის გადარჩენას შორის დანის პირზე სიარული. პანდემია დასრულებული არ იყო, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში. საქართველო დადგა ისტორიული საფრთხის წინაშე - ჩაბმულიყო მსოფლიო მასშტაბის კონფლიქტში, რომელიც არანაკლებ ნგრევასა და ადამიანურ ტრაგედიას მოიტანდა, ვიდრე 1990-იანი წლების ქაოსმა გამოიწვია. ამ ორი უდიდესი საფრთხის მოსაგერიებლად ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას პასუხისმგებლიანი და პატრიოტი პოლიტიკური ოპოზიცია მხარში დაუდგებოდა და ქვეყნის გაერთიანებაში დაეხმარებოდა. საქართველოში კი პირიქით მოხდა. რეალურად, ოპოზიციის რადიკალიზაცია ჩვენი ქვეყნისათვის მესამე დიდ საფრთხედ იქცა. ყველას გახსოვთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს რადიკალიზაციის მასშტაბი, როდესაც არჩევნების ე.წ. „გაყალბების" პროპაგანდით რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების არადემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდების მცდელობასაც კი არ მოერიდნენ. მსგავსი რამ განმეორდა 2022 წელს, როდესაც, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პარალელურად, ოპოზიცია საკუთარ ხალხს დაუპირისპირდა და ხელისუფლებას უკრაინაში მებრძოლების გაგზავნისა და რუსეთთან სანქციების ომში ჩაბმისკენ ღიად მოუწოდებდა" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)