|
2024-02-22 10:53:17, 597 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და EU-ის ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის აბსოლუტურად ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს. ჩვენთვის, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, არაღიარების პოლიტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და აღნიშნულის მისაღწევად ამ სახელმწიფოების პარტნიორობა და მხარდაჭერა ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა მინისტრმა. ირაკლი ჩიქოვანმა პრემიერ-მინისტრთან ერთად ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტის შედეგები შეაფასა და ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „იყო საუბარი, რომ ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ, გვჭირდება უფრო მეტი გადაწყვეტილება და რეფორმა. ამ რეფორმებში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. რა თქმა უნდა, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ნაწილში გვაქვს ნატოს წევრი სახელმწიფოების იმედი, ხოლო ევროინტეგრაციის ნაწილში - ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმედი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინტეგრაციაზე, საქართველო, პრაქტიკულად, დღეს იყენებს ორივე ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელიც ხელმისაწვდომია უკვე წევრი სახელმწიფოებისთვის“, - დასძინა ჩიქოვანმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)