2024-02-21 23:58:25, 756 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
ხვალ, 22 თებერვალს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეეზღუდებათ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
აღნიშნული შეზღუდვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს არ შეეხება.
"აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,