|
2024-02-21 19:21:06, 528 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებულ სტატიაზე - თავის დროზე რაღაც დოკუმენტი შექმნეს, რომელიც შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით აღმოჩნდა, რომ იყო ცალსახა ტყუილი
უხერხულობა შეუქმნეს ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, რომელმაც დააჯილდოვა, გამარჯვებულად აღიარა და დააფინანსა გელა მთივლიშვილის ერთ-ერთი სტატია, რომელიც აგებული იყო სიყალბეზე. წარმოიდგინეთ, იმდენად რეალისტურად დაწერეს თავის დროზე რაღაც, რაღაც დოკუმენტი შექმნეს, რომელიც გუშინ, გუშინწინ უკვე შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით აღმოჩნდა, რომ იყო ცალსახა ტყუილი, სპეკულაცია მხოლოდ "ნაცების" სასარგებლოდ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით დადასტურდა, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით "ოპოზიციის წარმომადგენლების და სხვა კონკრეტული პირების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია იყო ტყუილი და სპეკულაცია". "აღმოჩნდა, რომ რაც კი ვრცელდებოდა, ამ ხალხის მიერ, რომლებიც ახლა მე მეკამათებიან ამ სტილში და ცდილობენ თავისი მე დამაბრალონ. ამ ხალხის მიერ ტირაჟირებული ეს ყველაფერი იყო და რისი ტირაჟირებაც მოახერხეს ამ ადამიანებმა ყველა სიტყვა და ყველა ფრაზა, იყო ტყუილი. შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ჯგუფის დასკვნით, რასაც ვლაპარაკობდით პირველივე დღიდან მოყოლებული დინამიკაში როგორც განვითარდა, რისი თქმის საშუალებაც გვქონდა, ექსპერტებზე დაყრდნობით, ყველაფერი აღმოჩნდა სიმართლე. რასაც ნაცები ლაპარაკობდნენ და ეს ადამიანები, რომლებიც ახლა კამათობენ სხვადასხვა თემაზე, ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)