13:45 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 16:05:29, 641 ნახვა

პოლიტიკა
ხუციშვილი ვაშაძეს - თუ როგორ განხორციელდა ინფლაციის მართვა და შემცირება, ერთი-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ამ კუთხით საქართველო

​თუ როგორ განხორციელდა ინფლაციის მართვა და შემცირება, ერთი-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ამ კუთხით საქართველო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ხუციშვილის თქმით, აქცენტი უნდა გაკეთდეს არა ერთ, რომელიმე კონკრეტულ პროდუქტზე არამედ მთლიანად ინფლაციის მაჩვენებელზე.

„ინფლაციის კუთხით თუ ავიღებთ ჩვენს სამეზობლო ქვეყნებს, ინფლაცია გაცილებით მაღალი იყო ყოველთვის, ვიდრე ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია. თუმცა, თუ ვისაუბრებთ დღეს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, რეგიონისა და ასევე უფრო ფართოდ ევროკავშირის ქვეყნების ჭრილში, ვფიქრობ თუ როგორ განხორციელდა ინფლაციის მართვა და შემცირება, ერთი-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ამ კუთხით საქართველო. ბოლო 8 თვის განმავლობაში ინფლაციის მაჩვნებელი 1%-ზე დაბალია, ხოლო ბოლო 10 თვის განმავლობაში ინფლაციის მაცვენებელი არის მიზნობრივი, ანუ 3%-ის ფარგლებში. პრაქტიკულად, ძალიან იშვიათად ნახავთ ქვეყანას ბოლო 10 თვის ან/და ერთი წლის განმავლობაში, სადაც ფასების დონის ასეთი სტაბილიზაცია მოხერხდა. თუ ავიღებთ ბევრ განვითარებულ ქვეყანას, სადაც ტრადიციულად შედარებით დაბალია ინფლაცია და ბუნებრივია ეკონომიკური ზრდაც დაბალია, მათთან შედარებითაც საქართველომ კარგად შეძლო ინფლაციის მოლოდინების მართვა. ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ახორციელებს, უზრუნველყოფს რომ გრძელვადიან პერიოდშიც ინფლაცია ყოველთვის იყოს მიზნობრივ მაჩვენებელში. მიზნობრივ მაჩვენებელში იყო საშუალო წლიური ინფლაცია გასულ წელსაც, რომელმაც 2,5% შეადგინა, თუმცა, გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ინფლაციის და ფასების დონე მნიშვნელოვნად დასტაბილურდა, განსხვავებით ძალიან ბევრ სამეზობლო ქვეყანასთან, მათ შორის თქვენ მიერ ნახსენებ ქვეყნებთან შედარებით, სადაც შედარებაც არ შეიძლება იმდენად განსხვავდება ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით საქართველო" - განაცხადა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სანჩესი- ამერიკულმა საზოგადოებამ ხმა მისცა იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ გაღარიბებას იწვევს, სიძულვილის წინააღმდეგ, სექსიზმის წინააღმდეგ
სააკაშვილი - ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
აშშ-ს შესაძლოა წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი ჰყავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics