|
2024-02-20 18:55:06, 555 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - ისინი ერთნი არიან, როგორც არასდროს - როდესაც ახსენებენ სიტყვა კოალიციას, გულისხმობენ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას ხელისუფლებაში
ისინი ერთნი არიან, როგორც არასდროს, იმიტომ, რომ ადამიანი რომელიც გამოდის და მე "ნაცებთან" კოალიციას არ გავაკეთებო და დღეს კოალიციაშია ნაცებთან, მეტი თავხედური ტყუილი რა გითხრათ, რა გკადროთ. დღეს, ოთხ საკრებულოში კოალიცია ვისაც აქვს, ის ამბობს, რომ ჩემთვის წითელი ხაზია "ნაცებთან" კოალიციაო. ტყუილი არ ჰქვია ამას, ამას ჰქვია წარმოუდგენელი თავხედობა, რასაც აკადრებს ქართულ საზოგადოებას, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის მიერ კოალიციის შექმნაზე საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, როდესაც კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი, იგულისხმება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება, ვინაიდან, ოპოზიციური პარტიებიდან, სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს არჩევნებში ბარიერის გადალახვას. "როდესაც ჩვენ ვისმენთ მათი მხრიდან განცხადებებს, რომ კოალიციამ უნდა გაიმარჯვოს, კოალიცია უნდა შედგეს, რომელ კოალიციაზეა ლაპარაკი, როდესაც მყარად და გარანტირებულად, სამწუხაროდ, კვლავ "ნაციონალური მოძრაობა" გვევლინება ბარიერის გადამლახველად. თეორიულადაც კი, თუ ვინმე სხვამ გადალახა ბარიერი და კოალიციაზე ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ ნაცებთან კოალიციაზე, თუ არ ლაპარაკობენ ამას და ჩვენთან ფიქრობენ კოალიციას, არაფერში გვჭირდება, თავიდანვე იცოდნენ. თუ მაინც ამას ფიქრობენ, იქნებ გვითხრან, კოალიციაზე როდესაც ლაპარაკობენ, "ქართულ ოცნებასთან" კოალიციაზე? თუ არაა პასუხი, ე.ი. "ნაციონალურ მოძრაობასთან", იმიტომ რომ მყარად ბარიერის გადამლახველი არ ჩანს. სულ რომ ორი და სამი პარტია გამოვიდეს და ერთმანეთთან შევკრავთ კოალიციასო, ბარიერის გადალახვის შემთხვევაშიც კი ამას ვერ მოახერხებენ ნაცმოძრაობისგან დამოუკიდებლად. ამიტომ, მარტივი რეცეპტია: თქვან, ვისთან აპირებენ კოალიციას, "ნაცმოძრაობის" კოალიციაზეა თუ არა ლაპარაკი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყველას - როდესაც ისინი ახსენებენ სიტყვა კოალიციას, გულისხმობენ ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას ხელისუფლებაში და ქართული საზოგადოება არ მოტყუვდება: ძალიან კარგად იცის, ვინ არის დომინანტი, ვინ ლახავს ოპოზიციიდან მხოლოდ ბარიერს და ვისთან კოალიციაზე საუბრობენ ისინი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)