13:45 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-20 14:53:28, 705 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - კობახიძის განცხადებებს ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა ჰქვია

ირაკლი კობახიძის განცხადებებს, არა ანტიდასავლური, არამედ ქვეყნის ინტერესების დაცვა ჰქვია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვაა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო პოზიციაა, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის შესაძლებლობა არავის მიეცეს.

„ესაა ჩვენი გუნდის პოზიცია და ყოველთვის ეს კურსი იქნება გატარებული. საქართველოს ინტერესს ყოველთვის დავიცავთ და ქვეყნის აბუჩად აგდების უფლებას არავის მივცემთ. შეიძლება ვიღაც ჩვენზე დიდი ქვეყნის წარმომადგენელი იყოს, ჩვენზე დიდი ეკონომიკის, ჩვენზე ძლიერი, მაგრამ ჩვენს სამშობლოს თავში წამოარტყას და აბუჩად აიგდოს, ამის საშუალებას მათ არც ირაკლი კობახიძე მისცემს და, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის რანგში ყველა პლატფორმას გამოიყენებს, არც ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, დაწყებული რიგითი ჯარისკაციდან“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სანჩესი- ამერიკულმა საზოგადოებამ ხმა მისცა იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ გაღარიბებას იწვევს, სიძულვილის წინააღმდეგ, სექსიზმის წინააღმდეგ
სააკაშვილი - ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
აშშ-ს შესაძლოა წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი ჰყავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics